ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან, - წერს სოციალურ ქსელში ნაცნიონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
მისი თქმით, ბრძოლას და მუშაობას აზრი აქვს.
"ძალიან მიხარია, ჩემს მეგობრებს ციხეში არ ვიხილავ.
- მთელი ქვეყანა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებოდა - ყველაზე დიდი სიმახინჯეა ჩვენი დღევანდელობის;
- უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ (მცირედით) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათზე დიდი მოკავშირე ჩვენ არ გვყავს, ამიტომ ოპოზიციაც მათ მთავარ მოკავშირედ უნდა გადაიქცეს.
- ბრძოლას და მუშაობას აზრი აქვს", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.