საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე, - ამბობს საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
იან კელის განცხადებით, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის.
"საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70 %-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას, და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე.
მაგრამ ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს", - ამბობს კელი.
ფოტო: VOA