რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ყოფნით გააგრძელებს „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ნამდვილად არ არის კარგად.
"მაგრამ სამწუხაროდ, რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, თუ პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა" გააგრძელებს პარლამენტში ყოფნით ლეგიტიმაციის მინიჭებას უკანონოდ ძალაუფლების მიმტაცებელი "ქართული ოცნებისათვის", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.