ხალხში არის განწყობა, რომ აიწიოს მძლავრი საპროტესტო ტალღა მიხეილს სააკაშვილის გასათავისუფლებლად, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარ არხთან" საუბრისას.
ნაყოფიას თქმით, ხალხი გულშემატკივრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
"ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რამდენიმე რაიონში ვიმყოფებოდი, შევხვდი ჩვენს აქტივს, მოსახლეობას. გავიარეთ საკრებულოს წევრებთან საკრებულოებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ხალხს კარგად ესმის, რომ ეს არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიპარა, ხალხი გულშემატკივრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ხალხში არის ასეთი განწყობა, რომ აიწიოს მძლავრი საპროტესტო ტალღა მომავალში მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ქვეყანაში ცვლილებების დასაწყებად", - ამბობს კობა ნაყოფია.
შეგახსენებთ, 10 იანვარს, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელებენ.