ჩვენ უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში დამთავრდა ინფიცირების მეხუთე ტალღა და ახლა ვართ მეექვსე ტალღის დასაწყისში, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ "ქრონიკასთან" განაცხადა.
მისივე თქმით, მეექვსე ტალღა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, "ომიკრონით" იქნება განპირობებული.
"ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუ 2 იანვარს, 3 დღის საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად 1660, დღევანდელი მონაცებით, ეს რიცხვი 3745-ია. პრაქტიკულად, 4 დღეში გაორმაგდა რაოდენობა - ეს არის „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.