ამერიკული გამოცემა New York Times-ი აქვეყნებს რუკას, სადაც ნაჩვენებია რუსეთის ჯარების მდებარეობა უკრაინის საზღვრებთან.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინას სამი მხრიდან გარს ეკვრის რუსული სამხედრო ძალები. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია.
რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრაზე, დაზვერვისა და სამხედრო ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო თვეებია აქტიურად წერს დასავლური მედია. მოსკოვი დაჟინებით უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას.
New York Times-ის ცნობით, რუკა შედგენილია უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირების, სამხედრო ანალიტიკოსებისა და სატელიტის მიერ გადაღებული სურათების საფუძველზე.
შეგახსენებთ, 7 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან ძალების გაძლიერებას.
აღმოსავლეთ უკრაინა
შესაძლო საფრთხე კიევის მიმართულებით