ევროკავშირი ყაზახეთში დაპირისპირებულ მხარეებს, ძალადობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია ბლოკის პრესსპიკერის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი ესკალაცია. აღიარებს რა მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, ევროკავშირი მოელის, რომ დემონსტრანტები თავს შეიკავებენ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალადობის წაქეზებისგან. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ძალის გამოყენებისას მხოლოდ პროპორციულ ზომებს მიმართოს.
ყაზახეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი-ყაზახეთის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მათ შორის პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონტექსტში.
ევროკავშირი ხელს შეუწყობს სიტუაციის მშვიდობიან გადაწყვეტას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური დიალოგისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის გზით", - ნათქვამია განცხადებაში.