გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იანვარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. იუწყება გერმანული გამოცემა Bild-ი.
გამოცემის ინფორმაციით, შოლცი რუსეთისა და გერმანიის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას იმედოვნებს.
Bild-ის ცნობით, შოლცისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.
"გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი ორი კვირის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეხვედრისთვის, რომლებიც შესაძლოა იანვარში შედგეს", - წერს გამოცემა.
ვარაუდობენ, რომ ბერლინი რუსულ მხარეს თავის შეშფოთებას გაუზიარებს უკრაინის საზღვართან სიტუაციის გამწვავების გამო.
Bild-ის ინფორმაციას ოფიციალური გამოხმაურება ბერლინის ან მოსკოვის მხრიდან არ მოჰყოლია.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ კანცლერის მრჩეველ პლოტნერსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელ დმიტრი კოზაკს შორის, უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით, იანვრის დასაწყისში შეხვედრა შედგა.
ოლაფ შოლცის მრჩეველმა რუსეთს უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე პლოტნერმა განაცხადა, რომ ბერლინი "ნორმანდიული ფორმატის" განახლებას ისახავს მიზნად.