პარიზში, ტრიუმფალურ თაღზე დროებით ევროკავშირის დროშა განთავსდა, რამაც ფრანგი ულტრამემარჯვენეების განრისხება გამოიწევია. წერს. ფრანგული გამოცემა Le monde.
ევროკავშირის დროშა საფრანგეთის ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის აღსანიშნავად გამოფინეს. პარიზმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით, 1-ელ იანვარს სლოვენიისგან გადაიბარა.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ "ტრიუმფალურ თაღზე, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავია განთავსებული, საფრანგეთის დროშის ევროკავშირის დროშით ჩანაცვლება აღმაშფოთებელია".
ლე პენმა ევროკავშირის დროშის აღმართვას პროვოკაცია უწოდა და მკაცრად დაგმო ეს ფაქტი.
ლე პენის თქმით, უახლოეს დღეებში სახელმწიფო საბჭოს საჩივრით მიმართავს და დროშის დაუყოვნებლივ ჩამოხსნას მოითხოვს.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ერიკ ზემურმა, რომელსაც მედია ასევე ულტრამემარჯვენედ მოიხსენიებს, ევროკავშირის დროშით საფრანგეთის დროშის ჩანაცვლება, ფრანგული იდენტობისთვის ძირის გამოთხრად შეაფასა.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ვალერი პეკრესემ კიმ პრეზიდენტ მაკრონს მოუწოდა, ევროკავშირის დროშასთან ერთად საფრანგეთის სამფეროვანი დროშაც აღმართოს.
თავად ემანუელ მაკრონს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. საფრანგეთს ევროპულ საქმეთა მინისტრი კლემან ბონი გამოეხმაურა აჟიოტაჟს და განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშის აღმართვა დროებითა.
ბონმა მოუწოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს, ნუ გამოიყენებენ წინასაარჩევნო კამპანიას სიცრუისა და დაპირისპირების გასაღვივებლად.
ევროკავშირის საბჭოს საფრანგეთის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა რამდენიმე ნაგებობა, მათ შორის, ეიფელის კოშკი.