"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და პარტიის სხვა წევრებმა თუ მხარდამჭერებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობდნენ, შეწყვიტეს პროტესტის უკიდურესი ფორმა.
მელიას თქმით, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თხოვნით მიიღეს. მისივე თქმით, ახლა გადადიან ბრძოლის შემდეგ ეტაპზე.
"მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე", - თქვა ნიკა მელიამ.