ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ქვეყნებს, სადაც 2021 წელს აჯამებს. გავრცელებული ვიდეო ასევე შეიცავს, საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის მიღწევებს.
ელჩი დეგნანი გულითად მადლობას უხდის "ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია".
"2020 წლის გამოწვევებმა ჩვენი, როგორც გლობალური საზოგადოების შესაძლებლობები გამოცადა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არცერთ ქვეყანას მათთან გამკლავება მარტოს არ შეუძლია. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს. 2021 წელს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა ხელმისაწვდომია, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ავადმყოფების განკურნება და დიდი ხნის განშორების შემდეგ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან დაბრუნება. წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს.
შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ. ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენისთვის და ჩვენი ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებზე აყვანისთვის.
2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ჩემი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია", - ამბობს ელჩი დეგნანი.