„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, რომ ლონდა თოლორაიას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ნაცვლად ახალი სააგენტოს დირექტორის პოზიცია შესთავაზოს.
„ქართულ ოცნებას“ მინდა, მივმართო, ხომ ცხადია, რომ ლონდა თოლორაიაზეა საუბარი, ერთი ადამიანის გაშვებაზე ამდენი ამბავი ავტეხეთ. თუ ასეთი მიზანი არ გაქვთ და რატომღაც რაღაც რეფორმა არის ჩაფიქრებული, რომელსაც მე ვერ ვხედავ, რაში გამოიხატება, მაგრამ დავუშვათ, პრემიერ-მინისტრი რადგან აფასებს ლონდა თოლორაიას კვალიფიკაციას, საჯაროდ შესთავაზა დასაქმება, იქნებ, ამ ახალი სააგენტოს დირექტორის პოზიციაც შესთავაზოთ? თვითონ აირჩიოს, რომელი ახალი სააგენტოს თავმჯდომარეობა უნდა. მაშინ ყველა კითხვა მოიხსნება, ლონდა დარჩება თანამდებობაზე და მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ რაღაც რეფორმასა და შინაარსზე. მგონი, ამ სიტუაციიდან ძალიან მარტივი გამოსავალი იქნება“, – განაცხადა აღნიშნა რაქვიაშვილმა.