დათქმებს რომ აკეთებენ, მიშა გამოუშვან და შევურიგდებითო, არავის არ სჭირდება ბოროტებასთან შერიგება და ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ, - საქართველოს პრეზიდენტის იდეაზე, რომელიც პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების ეხება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ეხმიანება.
მისი თქმით, ოპოზციის ულტიმატები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"საუბარია ეროვნულ თანხმობაზე, სადაც მოიაზრება ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება საკამათოც კი არ იყოს. შეიძლება იყოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული, ოკუპაციის თემასთან, დე ოკუპაციის მიზნებთან დაკავშირებული და ა.შ. რომელზეც მართლაც შესაძლებელია ეროვნული თანხმობა და ამაზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრეთ. მაგრამ, იქ რაღაც დათქმებს რომ აკეთებენ, მიშა გამოუშვან და შევურიგდებითო, არავის არ სჭირდება ბოროტებასთან შერიგება და ამ საკითხს ჩვენ არ გადავხედავთ. მათ ულტიმატუმებს არ გავხდით შერიგების ან შეთანხმების სასპეკულაციოდ“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.