პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვისისა განაცხადა, რომ პარლამნტის თავმჯდომარის სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით, ზიანი სახელმწიფოსა და პარლამენტს ზიანი ადგება.
„ღრმად მჯერა, რომ ამ ინსტიტუტის და ამ ინსტიტუტთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა და შებღალვა აი, იმ სკამში მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით, თუ შემთხვევით მოხვედრით არ ხდება. იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს და, შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოს ამ სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით. და სამწუხაროდ, ამ პარლამენტში სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში მე პირადად, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მეორედ გვხდით მოწმე არასწორი ადგომის იმ სავარძლიდან ადამიანის, რომელსაც პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება კი არ ევალება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს თანამეთაურობა ევალება და ქვეყნის მოქალაქეების და სახელმწიფოს წარმომადგენლობა ევალება. ის ამ სავარძელში ჩაჯდომით აღარ არის ინდივიდი, ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, პოლიტიკური გუნდის წევრი. ის ხდება სახელმწიფო კაცი და სახელმწიფო ქალი. და შესაბამისად, არა მხოლოდ ამ სავარძელში ჯდომისას უნდა იქცეოდეს სახელმწიფო კაცის და სახელმწიფო კაცის დარად, არამედ იქიდან ადგომისასაც“, - განაცხადა უსუფაშვილმა