19-21 ნოემბერი, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი". "ჯეიმსთაუნის ფონდის" («თჰე ჟამესტოწნ Fოუნდატიონ») და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით ტარდება მეორე საერთაშორისო კონფერენცია „უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩრდილო კავკასია წარსულსა და მომავალს შორის".
კონფერენციაში მონაწილეობს ოთხმოცამდე ექსპერტი 15 ქვეყნიდან და ასევე საქართველოდან. როგორც „ჯეიმსთაუნის ფონდის" პრეზიდენტმა, გლენ ჰოვარდმა განაცხადა, «საქართველო უკვე დიდი ხანი მიიჩნევა კავკასიის ცენტრად და წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის». ამიტომ კონფერენციის მთავარი თემა არის სწორედ სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში.
ამ რეგიონში განვითარებულმა უარყოფითმა პროცესებმა უკვე მიიპყრეს დასავლეთის ყურადღება. კონფერენციის მიზანია ყურადღება გაამახვილოს იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რომელიც ემუქრება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალურ სტაბილურობას. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ რეგიონის განვითარების ისტორიულ ეტაპებს და თანამედროვე მდგომარეობას, ეთნიკური წმენდის ფაქტებს, რომლებიც რუსეთის მიერ იყო განხორციელებული ჩრდილოეთ კავკასიაში.
ექსპერტები ასევე განიხილავენ საქართველოს პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მიმართ, ერთიანი კავკასიის იდეას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ჩეჩნეთში, რუსეთის და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მომავალ ურთიერთობებს, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას და ჩერკე ზების პო ზიცია ამ საკითხის მიმართ.