გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკაში ვიზიტორების შესვლა 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ჰოსპიტლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
"- სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვა დააწესეს. არ შემიშვეს მე, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი;
- გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი შევა დღეში;
- არავითარი ინფორმაცია არ გამოსულა არც ადრე და არც ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ.
- სააკაშვილის მდგომარეობასთან ერთად, ვწუხვარ ექიმ გოგორიშვილზე. დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება", - წერს ხატია დეკანოიძე.