„გულუბრყვილო არც მოლოდინი და ილუზიები მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მისი შეფასებით შანსი მცირეა.
"მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს ვიდრე ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე, ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა მხოლოდ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, უნდა შევთანხმდეთ მომავალზე და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო თანხმობაზე საუბარი გაჭირდება“, – განაცხადა მელიამ.