გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტს სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.
"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე. სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია წამების პრევენციის და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა", - ნათქვამია, გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების თაობაზე მედიის საშუალებით შეიტყო. მისი თქმით, დამოუკიდებელი სამსახურის ლიკვიდაცია ძალიან საშიში პრეცენდეტია. ლონდა თოლორაიამ მოუწოდა პარლამენტს, შეწყვიტოს სამსახურის ლიკვიდაციისთვის წამოწყებული პროცესი.
ცოტა ხნით ადრე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არავითარ პრობლემა არ აქვს ლონდა თოლორაიასთან და საქმე ეხება, მხოლოდ ინსტიტუციურ და სამართლებრვი რეფორმას.
კანონპროეტს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი, რომელმაც სამსახურის გაუქმება შეაფასა, როგორც "ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელ ორგანოზე თავდასხმა".