ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ეხმიანება საკლუბო სექტორის წარმომადგენლების მოთხოვნას და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში, კლუბების გახსნა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, დამატებით რისკებს ქმნის.
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს.
„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით ომიკრონთან მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ნამდვილად ვერ დაუჭერს. ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობის გარეშე, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.