„პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს, ამის შესახებ აშშ- ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა მხრივ მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს უჭერენ.
"განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში,"- განაცხადა კელი დეგნანმა.