რუსთავში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფექციური დაავადებით 72 წლის ქალია დაინფიცირებული. ის მკურნალობას ამ დრომდე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადის.
მედიკოსების თქმით, ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უკვე დანიშნული აქვს.
ამჟამად ექიმები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა გახდა დაინფიცირების მიზეზი.
2010 წლის განმავლობაში ეს ჯილეხის უკვე 27-ე შემთხვევაა.