საქართველოში არსებულ „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ვადა ჯერჯერობით აქვს, თუმცა „სინოვაკის“ ათვისება ნაკლებია, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩევანის უფლებას არ შეიზღუდება.
"სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ სხვა ვაქცინებთან შედარებით ხანგრძლივი ვადა აქვს - 2 წლიანი. ჯერჯერობით მათი ვადა არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არჩევანის საშუალება მივეცით მოსახლეობას და უპირატესობა მიანიჭეს "ფაიზერს", შემდეგ იყო „სინოფარმი“, იყო გარკვეული ჯგუფი, ვინც უპირატესობა „სინოვაკს“ მიანიჭა. არჩევანის უფლებას არ შევზღუდავთ, „სინოვაკის“ შემთხვევაში ათვისება ნაკლებია, მაგრამ ამ პროცესს გავყვებით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.