1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათები.
უშუალოდ აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში.
აბონემენტების ღირებულება
ულიმიტო 90 წუთიანი ბარათი - 1 ლარი;
ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი;
ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი.
სოციალური ჯგუფებისთვის, რომელთათვის საშეღავათო ტარიფები მოქმედებს, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.