საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, მეზღვაურთა პროფკავშირთან ერთად 15 ქართველი მეზღვაურის გადასარჩენად სოლიდარობის ფონდი შექმნა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გამოსასყიდის შეგროვების მიზნით უკვე მიმართა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მეზღვაურთა პროფკავშირებს და მათ თანადგომისკენ მოუწოდა.
პროფკავშირები კამპანიას იწყებს ქვეყნის შიგნითაც და გამოსასყიდის შესაგროვებლად სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.
სპეციალური პრესკონფერენცია სოლიდარობის აქციის დეტალებზე პროფკავშირების გაერთიანებაში გაიმართება 19 ნოემბერს 13 საათზე. განცხადებას გააკეთებენ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 1/43, პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალური ოფისი.