"ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
"არ შეწყდება ეს აქციები მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება და არ დასრულდება მის მიმართ ის პოლიტიკური შურისძიება, რომლის მომსწრენიც ვართ. ჩვენ არავინ არაფერს გვავალებს, თუ გადაწყვეტილება მიიღება, მიიღება სრული კონსენსუსით პარტიაში," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.