რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. პარტია მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება.
ენმ-ის წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, აქციით სამი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, თავისუფალი სასამართლო და არჩევანის თავისუფლების აღდგენაა.
"პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, თავისუფალი სასამართლო და და მთავარი სამოქალაქო უფლების - არჩევანის უფლების აღდგენა - ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა დღევანდელი აქციის. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის დატყვევებული, მასთან ერთად დატყვევებულია ოპოზიციური პოლიტიკური აზრი და იმ 700 ათასი ადამიანის სურვილები და მისწრაფებები”, -აცხადებს ნუგზარ წიკლაური.