გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და უჭირს გადაადგილება.
"ვერ დადის სწორ ხაზზე. რომ გაატარებენ, იმ მომენტში მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება, დაეცეს. ეს ხდება მარჯვენა მხარეს. კიდევ მზერა, ნევროპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად აქვს სისუსტე, ჩემი შთაბეჭდილებები რაც არის", – აღნიშნა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია ამბობს, რომ ეთანხმება ცენტრ "ემპათიას" მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას და მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს რეაბილიტაციას.
"დასკვნა აბსოლუტურად მისაღებია, გამოსავლად მიმაჩნია, რომ ნორმალური და შესაფერისი რეაბილიტაციაა საჭირო, არ ვიცი რამდენად უშველის ეს რეაბილიტაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე ამ დასკვნიდან ჩანს, კონსილიუმმა ხომ დადო დასკვნა, მე მოვისმინე მათი გამოსვლები და ყველა ერთხმად იმეორებდა, რომ მისი გადაყვანა ჯერ ძალიან ადრეა და ამაზე ლაპარაკი ჯერ საერთოდ არ შეიძლება." - ამბობს ალასანია.