გადაუდებლად უნდა დაიწყოს ადეკვატური მკურნალობის კურსი თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით - აცხადებს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას შესაძლოა, მოჰყვეს შეუქცევადი ცვლილებები ცერებროორგანული მიმართულებით, რაც შემდგომში გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას.
"ცენტრი "ემპათია" ამჟამად ამზადებს რეკომენდაციებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაუდებლად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობის კურსი თავის ტვინის ორგანული დაზიანების სიმპტომებთან დაკავშირებით, ვინაიდან არ მიმდინარეობს ამჟამად ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. ეს აისახება მძიმედ პაციენტის მდგომარეობაზე. თუკი არ იქნება გათვალისწინებული რეკომენდაციები, ესეც იქნება ასახული დასკვნაში, ვინაიდან ეს გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას და შესაძლებელია გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ცერებროორგანული მიმართულებით, რაც შემდგომში გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მარიამ ჯიშკარიანი და მის მიერ ორგანიზებული კონსილიუმის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღესაც გეგმავენ.