`დავასუფთაოთ საქართველო~ კამპანიის ფარგლებში სოფელ პატარძეულში დღეს ჩატარდება (საგარეჯოს რაიონი) გამწვანების აქცია. აქციის დროს გამწვანდება გოგლა ლეონიძის მიერ გაშენებული ბაღის ტერიტორია. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები.
გამწვანების აქციაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და მდგრადი განვითარების კავშირი `ეკოხედვა~-ს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობის, სოფლის გამგეობის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პატარძეულში გამწვანების აქცია ტარდება პროექტის `დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობი ორგანიზაციების კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირის `ეკოხედვა~ მიერ.
პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით.