"სასამართლოში, 2011-12 წლებიდან "ქართულმა ოცნებამ" ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა პრაქტიკულად გააჩერა, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მაშინაც ამ თანამდებობას იკავებდა 2015 წელს პირდაპირი ღია იერიში მიიტანა მსაჯულთა ინსტიტუტზზე იმიტომ, რომ არ მოეწონა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება, როდესაც პროკურატურამ ვერ დაარწმუნა მოქალაქეები პირის ბრალეულობაში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ გამართულ ბრიფინგზე.
"2010 წელს ჩვენ ავამოქმედეთ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი და დავაბრუნეთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ქართულ სასამართლოში, 2011-12 წლებიდან "ქართულმა ოცნებამ" ეს რეფორმა პრაქტიკულად გააჩერა, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მაშინაც ამ თანამდებობას იკავებდა 2015 წელს პირდაპირი ღია იერიში მიიტანა მსაჯულთა ინსტიტუტზზე იმიტომ, რომ არ მოეწონა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება, როდესაც პროკურატურამ ვერ დაარწმუნა მოქალაქეები პირის ბრალეულობაში, "ქართულმა ოცნებამ" ამ რეფორმის გაჩერების შემდეგ სამქეების 95%-ზე არ ვრცელდება მსაჯულთა სასამართლო, ეს რეალობა არის შესაცვლელი, ყველა საქმეზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მისი საქმე განსაჯონ მოქალაქეებმა და როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა - "მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა", ამ საქმეში სახელმწიფო ითხოვდა პირის მსჯავრდებას განზრახ მკვლელობის მუხლით, მაშინ როდესაც აშკარა იყო, რომ ის თავს იცავდა, მაგრამ სახელმწიფოს ამ ბოროტებას წინ აღუდგა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი, რომელიც არ საჩივრდება, ეს რეფორმა არის აუცილებლად განსახორციელებელი.“ - განაცხადა კახიძემ.