ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა, ქვეყნის ეროვნული და საგარეო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების გამო, 40-მდე კომპანიას სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა შორის არიან თურქეთში, მალაიზიაში, ჩინეთსა და საქართველოში რეგისტრირებული/მოქმედი კომპანიები.
საქართველოდან ე.წ. შავ სიაში მოხვდა:
Gensis Engineering - საქართველო/თურქეთი
ROV Solutions - საქართველო
SAEROS Safety ERO Company - საქართველო.
როგორც ცნობილი ხდება, აშშ-ის მიერ დაწესებული ზომების მიზანია, შეზღუდოს აშშ-ის პროდუქციის ამ ქვეყნების გავლით ირანის სამხედრო პროგრამებში მოხვედრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები არალეგალური გზებით ცდილობდნენ ირანის თავდაცვის ძალებისთვის მიეწოდებინათ ამერიკული წარმოების ტექნიკა.