"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს.
ხატია დეკანოძის თქმით, პრეზიდენტს სწორი გზავნილები ჰქონდა.
"კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილის მიწვევით პოლიტიკური პარტიების საახალწო მიღება გაიმართა.