ხვალ, 19 ნოემბერს პარლამენტში ნარკომომხმარებელთა მიმართ არსებული საერთაშორისო პოლიტიკის და პრაქტიკის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი გაუძღვება, სადაც მოხსენებას ჩეხეთის რესპუბლიკის ექს-შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი ვიცე-სპიკერი ივან ლანგერი წაიკითხავს და საზოგადოებას ჩეხეთის მიერ გატარებულ რეფორმებსა და გამოცდილებას გააცნობს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნარკოტიკების ეპიდემიოლოგიის დარგში ჩეხი ექსპერტები; პრაღის ჩარლზის უნივერსტეტის, ადიქტოლოგიის ცენტრის კვლევისა და
განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის ნარკოპოლიტიკის კოორდინატორი, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, სფეროს ექსპერტები.
ღონისძიება ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის
ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხორცილედება და მიზნად ისახავს ნარკომომხმარებელთა მიმართ თანამედროვე ეფექტური პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას.