"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილ მიღებას არ დაესწრებიან.
"ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო ტიპის მიღება, მადლობა მათ მიპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როცა შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.