საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ აამოქმედა ახალი ვებ-გვერდი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი: ჰტტპ://ეც.ეუროპა.ეუ/დელეგატიონს/გეორგია/ცივილ_სოციეტყ/ინდეხ_ენ.ჰტმ
ვებ-გვერდის მიზანია ევროკავშირის საქმიანობის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის თავმოყრა. აქ წარმოდგენილი იქნება შეტყობინებები დაგეგმილი ღონისძიებების, დაფინანსების და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში მიღწეული წარმატებების შესახებ, ასევე, ბმულები სასარგებლო ანგარიშებსა და გამოცემებზე, _ აცნობეს `მედიანიუსს~ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.
მათი თქმით, წარმომადგენლობა საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში.
ეს ინიციატივა, ისევე როგორც ახლახან მიღებული "აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა", არსებული დიალოგის განმტკიცების შემდგომ შესაძლებლობებს იძლევა.
ჩვენ მზად ვართ თქვენი რჩევებს და მოსაზრებებს ვებ-გვერდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში საკონტაქტო პირის ჰელგა პენდერის( ელგა.Pენდერ@ეც.ეუროპა.ეუ) საშუალებით