სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მრავალშვილიანებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური შემწეობისა კომუნალური გადასახადების პაკეტი შესაძლოა, 5-5 ლარით გაიზარდოს.
შესაბამისი ინიციატივით თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღევანდელ შეხვედრაზე ქაალქის მერს, გიგი უგულავას მიმართა.
ფრაქციის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირიშვილის განცხადებით, ინიციატივა შემწეობისა და კომუნალური გადასახადების პაკეტის 5-5- ლარით გაზრდას სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისთვის ითვალისწინებს, რომლებსაც 70 ქულაზე ნაკლები აქვთ მინიჭებული.
მისივე განმარტებით, ასეთი 38 ათასზე მეტი ოჯახია.
'
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დედაქალაქის მერთან დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.