ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს.
„პოსტრავმულ სტრესულ აშლილობაზე როცა ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, სჯობს, არ ჰქონდეს სტრესული გარემო. რამდენად სტრესულია მისთვის რუსთავის საპყრობილე, უნდა ვთქვათ, რომ რუსთავის საპყრობილეს მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს. ამის თქმა შემიძლია ერთჯერადი ინტერვიუთი“, – დასძინა მარინა კურატაშვილმა.