ამიერიდან საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს ერთ მოადგილეს დაემატება მეორე მოადგილეც და ამ ორი მოადგილედან ერთ ერთი პირველი მოადგილე იქნება.
როგორც კანონპროექტის ავტორი ვახტანგ ბალავაძე განმარტავს, საერთო ჯამში საკრებულოს საშტატო ნუსხას დაემატება ოთხი შტატი და შესაბამისად ამ 4 ადამიანის ხარჯი, მთლიანად თვითმმართველო ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ბალავაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აუცილებელი ხარჯის გამოყოფას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიეცემა შესაბამისი ხელფასი: ბათუმში 25 800 ლარი, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში 18 ათასი ლარი.