ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის განცხადებით, 14 დეკემბრიდან მიხეილ სააკაშვილი გადადის ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე.
მისივე თქმით, პაციენტი კვებას კარგად ითვისებს.
"ხვალიდან კვებაში შეზღუდვა აღარ იქნება. ხვალიდან უკვე იქნება ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე. კვებას ითვისებს კარგად. ცილის ნორმები აქვს ნორმაში. მაგალითად, ზოგჯერ გვჭირდებოდა ათი და თორმეტი აბის დამატება, რომ კალიუმის დონე გვემართა და ახლა საერთოდ აღარაა საჭირო. კალიუმიც მოხსნილია, მაგნიუმიც. რაც შეეხება ინსულინს და გლუკოზას, ისიც ნორმაშია. ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები ნორმაშია. ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა. რამდენი ხანია აქ არის, მანამდე იყო მეთვრამეტეში, სისუსტე ამისგან არის გამოწვეული, იქაც არ მოძრაობდა და აქაც. თვითონ არ აქვს სურვილი, ბევრი იმოძრაოს და ივარჯიშოს. ორი კვირის წინაც ვთხოვდით, რომ დაიწყოს ვარჯიშები, ამოიყვანეს ტრენერი, რომ მასთან ერთად ივარჯიშოს, რადგან სურვილი არ აქვს. ესეც დაკავშირებულია ემოციურ ტრავმასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, ივარჯიშოს და გახდეს უფრო ძლიერი. მენტალური ჯანმრთელობა მარტო ფსიქიატრების შეუძლიათ, შეაფასონ. კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ მკურნალობაზე, ამის მაგივრად დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ", - განაცხადა გიორგაძემ.