დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N46, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა რვა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.98%-ით, მაქსიმალური 9.82%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.54%-ით განისაზღვრა.