გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას ესწრებოდა.
“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა.
"რაც შეეხება "მწვანე პასპორტის" კონცეფციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსჯელობა სამედიცინო წრეებშიც, საკოორდინაციო საბჭოზეც და მივიღეთ ეს ვერსია, რაც დღეს არის. ყველაფერი ექვემდებარება გადახედვას. ვფიქრობ, ექსპერტების მოსაზრებაზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.