პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,ალუმნაის'' ფარგლებში დაწყებული საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება.
,,ალუმნაის'' ფარგლებში ბიზნესმენმა დავით კოდუამ 162-ე საჯარო სკოლის სველი წერტილები მთლიანად შეცვალა და გაარემონტა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოინახულა.
,,მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ,,ალუმნაიმ'' დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში, კეთილმოეწყო მრავალი სკოლა, მოწესრიგდა ინფრასტუქტურა. "მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, რომელმაც საკუთარ სკოლას მადლიერების გამოხატულების ნიშნით, რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინა''- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
"ალუმნაის" პროექტის მთავარი ამოცანა სკოლის საქმიანობაში საზოგადების ჩართვაა.