ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა"შერატონ მეტეხი პალასში" ანგარიში წარმოადგინა.
საერთაშორისო ღონისძიების მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობის, მათ შორის 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, ეროვნული შეფასებების, ცენტრის პროექტებისა და პროგრამების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება იყო.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა, ნათია ჯოხაძემ გააცნო.
ღონისძიებაზე, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მოხსენებებით გამოვიდნენ საერთაშორისო კონსულტანტები ჰოლანდიიდან ჰენკ მოელანსი და ფრანც კლეინსი (საგანმანათლებლო გაზომვების ინსტიტუტი, CITO - Institute of Educational Measurment, ჰოლანდია) და ეუხენიო გონსალესი (ETS - Educational Testing Service - საგანმანათლებლო ტესტირების სამსახური- აშშ).
მოწვეულ სტუმართა შორის იყო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების განათლების სამინისტროების წარმომადგენლები
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების (მოლდოვა, ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, სომხეთი) განათლების სამინისტროების წარმომადგენლები.
ღონისძიების ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა სპეციალური პრიზები და მადლობის სიგელები გადასცა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.