მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" შეწყალების კომისიის საქმიანობას აკრიტიკებს.
როგორც მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პრესსამსახურში აცხადებენ, მოძრაობა მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიის მიერ არ ხდება პატიმართა საქმეების გულდასმით გადახედვა.
"რადგან უამრავი პატიმარი ექვემდებარება შეწყალებას გათავისუფლებულ პატიმართა პატიმართა რიცხვი კი სულ უფრო და უფრო მცირდება. გათვალისწინებული უნდა იქნეს ისიც, რომ მსჯავრდებულთა უმრავლესობას გაუარესებული აქვს ჯანმრეთელობის მდგომარება, ასევე არაერთი არასრულწლოვანი და ქალი მსჯავრდებულების საქმეები უნდა იქნას განხილული კომისიის მიერ",-აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მოუწოდებს შეწყალების კომისიას მაქსიმალურად გამოიყენონ შეწყალების სამართლებრივი აქტის საშუალება და რაც შეიძლება ბევრი მსჯავრდებული იქნას შეწყალებული გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.