19 ნოემბერს მსოფლიო ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ასოციაცია "საქართველოს სოს ბავშვთა სოფელი" წელს უკვე მესამედ თაოსნობს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებას.
19 ნოემბერს 17:00 კინოს სახლში გაიმართება ფილმი "ჩვენი შვილების" პრემიერა.
ფილმში დასმულია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვლევანი პრობლემა - მოზარდების ცხოვრება მზრუნველობის სისტემიდან გასვლის შემდეგ. "ჩვენი შვილები" ასახავს მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდების წინაშე არსებულ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
"ჩვენ შვილებში" ნაჩვენებია თუ რაოდენ აუცილებელია მზრუნველობის სისტემიდან გასვლის შემდგომი სერვისების არსებობა ქვეყანაში. 18 წლის ახალგაზრდა ჩვეულებრივ მზრუნველობის დაწესებულებას ტოვებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისათვის, სრულწლოვან ახალგაზრდას ესაჭიროება გარკვეული სპეციალობის შესწავლა და სხვა. სწორედ ამ პრობლემას ასახავს ფილმი.
"ჩვენი შვილები" გადაღებულია "საქართველოს სოს ბავშვთა სოფელი"-ს დაკვეთითა და ხელშეწყობით. ფილმის რეჟისორია ზურაბ ინაშვილი. ფილმის პრემიერას დაესწრებიან ჯანმთელობის დაცვის, განათლების სამინისტოების, გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბავშთა ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა. ეს არის დღე როცა ყველა უნდა დაფიქრდეს რა შეიძლება გაუმჯობესდეს იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ისევე იმსახურებენ ყველაფერ საუკეთესოს, როგორც "ჩვენი შვილები".