სამგორის წყალსადენის ზონაში, 900 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ, 19 ნოემბერს, 12:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რაიონსა და "აეროდრომის დასახლების" III ქუჩას;
ჯავახეთისა და წულუკიძის ქუჩებს, ასევე, წულუკიძის ქუჩის II შესახვევს.
კომპანის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, წყლის მიწოდების გრაფიკის ხანგრძლივობა შეუმცირდება:
მოსკოვის გამზირს, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილისა და მათ მიმდებარე ქუჩებს;
ვაზისუბნის მ/რაიონებს, "მეტრომშენისა" და "ელიას" დასახლებების ზედა ნაწილებს.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.