"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან ისე არიან დაპირისპირებული, როგორც აქამდე იყო", აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.
იოსელიანი ამბობს, რომ შერიგების მომხრეა, რათა პროცესები კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს.
"ზიზღისა და სიძულვილის ენა მათ გამოსვლებში ისევ არის. შერიგების პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა მომხრე ვარ, რომ შერიგება იყოს. შერიგება იმას არ გულისხმობს, რომ პოლიტიკური ლიდერები ხელი-ხელ ჩაკიდებულები ივლიან, გულისხმობს, რომ კონსტრუქციული ოპონირებისა და საქმიანობის რეჟიმში გადავა ეს ყველაფერი და მხოლოდ ლანძღვა არ იქნება,"- განაცხადა იოსელიანმა.