საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
გიული ალასანიას თქმით, მისი ვაჟი თავს სუსტად გრძნობს.
"სუსტად არის აშკარად. აი, გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ არის აშკარად უარესად. თქვენ გახსოვთ, რომ მე არც მანამდე ვიყავი აღფრთოვანებული მისი მდგომარეობით მაგრამ დღეს აშკარად უარესადაა. განძრევაზეც თავბრუსხვევა ჰქონდა, სულ წოლა უნდოდა, ოდნავ განძრევაზეც თავბრუსხვევა ჰქონდა", - თქვა ალასანიამ.
გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასა და მისი პრეზიდენტობის დროინდელ მიღწევებზეც გააკეთა კომენტარი.
"კაცმა არ იცის რა მოჰყვებოდა იმ კანონიერი გზით შემოსვლას, შეიძლება ბევრად უარესი შედეგი ყოფილიყო მარტო მისთვის კი არა, საერთოდ, ზოგადად საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, ეს გზა არჩია, მაგაზეც მე არასდროს ასე დეტალურად არ მილაპარაკია..
ის შენობაც [პრეზიდენტის ადმინისტრაცია] ხომ მისი აშენებულია, ის სასახლეც ხომ მისი აშენებულია, საერთოდ, საითაც არ უნდა გაიხედო და რასაც არ უნდა შეხედო, მისი გაკეთებულია. ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც ხდება", - თქვა ალასანიამ.