ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, რა თქმა უნდა, თუ ეს მისი სურვილიც იქნება, აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი განმარტებით, „გირჩის“ პარტია დაინტერესებულია, შეიტყოს, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება.
„ძალიან გვინდა, დამატებითი ინფორმაციები მივიღოთ. ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, რა თქმა უნდა, თუ ეს მისი სურვილიც იქნება. ჩვენ გვაინტერესებს, შერიგება მიხეილ სააკაშვილს როგორ წარმოუდგენია. ნათქვამი – შემირიგდი, შენი დედაც ვატირე, სერიოზული არ არის. ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე სერიოზული არგუმენტები და პოზიცია ექნება. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს. ეს როგორ უნდა მოხდეს, დრომ უნდა გვაჩვენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.