რაღაც ვქნათ, ბატონებო, ქუჩა ვარყიოთ ან პარლამენტი, პიპინ-პიპინით ივანიშვილი არ წავა, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, მას არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქციები.
"თუ ქუჩა არ გააქტიურდა და თუ მანდატიც დატოვე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია აღარ იარსებებს. არ დაიჭირეს და არც ახლა იჭერენ ამ ბოიკოტს, ამიტომ თუ არ გამოიყენე ის მანდატი არც დიპლომატებთან და ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდი სიმაღლეზე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქართული საზოგადოება. ძალიან გამიხარდებოდა, იმდღეს მაგალითად თუ იქნებოდა 40-ზე მეტი მანდატი და პროტესტით, ბრახუნით ამ ლაზღანდარობას, ამ სრულიად მანიაკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს [წულუკიანს].
ამიტომ ვამბობ, შემომაქვს წინადადება, რაღაც ვქნათ, ბატონებო, ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი. ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც – პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს ენმ-ს აქციები. მათი ამომრჩევლის ნაწილი აბსოლუტურად ჩემს აზრზეა. ნიკა მელიამ თქვა, რომ მე მაქვს გეგმა. მე ეს ვიწვნიე 10-ში, როდესაც მთელი არსებით მოვინდომე. იმ 10-ში მინდოდა იქ დარჩენა. ამას ღლიცინი არ სჭირდებოდა, რადგან დისიდენტები ასე აკეთებდნენ. დიახ, კარვის, ლეიბისა და მოსახურის გარდა, ატრიბუტიკა მებრძოლს ქუჩაში არ გააჩნია", - განაცხადა ჩარკვიანმა.